მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ, რომ სწორ მხარეს იბრძვით და ყველაფერს აკეთებთ, რათა ევროპულ მომავალს არ ჩამოვშორდეთ, – მიმართა ლაზარე გრიგორიადისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ახალგაზრდებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
გრიგორიადისის თქმით, ბედნიერია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ქვეყნის პრეზიდენტია.
„მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ და დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ, რომ სწორ მხარეს იბრძვით და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ევროპულ მომავალს არ ჩამოვშორდეთ. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის „პროსტა“ ისე მიყვარხართ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ“, – მიმართა ლაზარე გრიგორიადისმა სალომე ზურაბიშვილს.