Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა, საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება

მარშალ პრესი 11/06/2024
giorgi kalandia

ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

გიორგი კალანდიას თქმით, არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა.

„არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა! საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება! დიახ უბრუნდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია ისე წარიმართა რომ დღემდე ზოსიმეს არცერთი ხელნაწერი არ გაგვაჩნდა, ეს ის იოანე ზოსიმეა რომელმაც “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” დაწერა…”დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.”…ვულოცავ სრულიად საქართველოს, ვულოცავ ჩვენს ნეტარ ხსენებულ წინაპრებს, ვულოცავ ჩვენს დიდებულ მომავალ თაობას… აფერუმ იმ ვაჟკაცობას რომლითაც ეს შედევრი მრავალტანჯულ საქართველოს დაუბრუნდა! ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს ყველაზე ბედნიერი იქნებოდა, რადგან სწორედ მან ამოიკითხა ზოსიმეს გენიალურ სიტყვებში ქართველი ერის სულიერი მისია: “და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.”-წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე, ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა
Next: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არ გვიკვირს, მაგრამ დღეს საოცრება იყო, ცრემლებამდე მიგვიყვანა ქართველი ხალხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.