Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს

მარშალ პრესი 11/06/2024
irakli

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ომის პირველი დღიდან საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯების მეშვეობით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ გამოწვევებით სავსე დროს და ჩვენი ერთგულება მისი სწრაფი აღდგენისადმი.

ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული საუკუნოვანი მეგობრობა და მტკიცე კავშირები ჩვენს ხალხთა შორის.  საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. 

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მართალია, ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, არსებითი დახმარება გავუწიოთ უკრაინას რეკონსტრუქციის პროცესში, მაგრამ ჩვენი რესურსები შეიძლება განსხვავდებოდეს, რამაც უნდა გვიბიძგოს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევისკენ.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ომის პირველი დღიდან საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯების მეშვეობით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზების გზით“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს
Next: ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.