Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის

მარშალ პრესი 11/06/2024
irakli kobakhidze

ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები და ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა.

„ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა.

უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტობრივი გაძევება. ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ტვ “პირველს” ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის
Next: უკრაინის დახმარების კონფერენციაზე გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენს მზადყოფნას, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.