Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

პრემიერი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში

მარშალ პრესი 25/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში. საკითხი ეხება აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო თემებს, ასევე ევროპულ ინტეგრაციას და იმ პერსპექტივებს, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს ექნებათ ამ პროცესში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავოსში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებთან ღიად ისაუბრებს საქართველოს მოლოდინებსა და პერსპექტივებზე ევროპულ ოჯახში.

„პანელის მონაწილეები არიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ლიდერები, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრს ექნება შესაძლებლობა ღიად ისაუბროს საქართველოს მოლოდინებსა და საქართველოს პერსპექტივებზე ევროპულ ოჯახში,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

Continue Reading

Previous: უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
Next: თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025