Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის სოციალური ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

მარშალ პრესი 11/06/2024
122

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ახალ სოციალური სახის შეღავათებს სთავაზობს. კულტურულ-შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიასთან, მწერალთა სახლთან, უნივერსალური ცოდნის აკადემიასთან UNIKO, საფეხბურთო აკადემიასთან „უშბა“, რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან, ფენიქს ცენტრთან და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრთან „კინეზი“. 

დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს. მემორანდუმების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ შეთავაზებულ სერვისებზე შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ. 

სამოქალაქო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით გაფორმდა. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირების და მათი ოჯახის წევრების სოციალური ხელშეწყობის მიზნით ასევე, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. აღნიშნული მიმართულებით კომპანიებთან მოლაპარაკებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება. 

Post navigation

Previous: როგორი ფარსია ბრიუსელელი მაღალჩინოსნების ე.წ. ერთობა და თანამოაზრეობა. მთავარია საკუთარი თანამდებობები და გავლენების გაძლიერება ევროკრატიულ სისტემაში
Next: ამ ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში, გამოჩნდა, რომ ჩვენ მიერ ბევრჯერ და ხმამაღლა ნათქვამ სიმართლეს მილიონობით ადამიანი უსმენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.