Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დონორები, პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ

მარშალ პრესი 11/06/2024
shalva papuashvili

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ “აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ.

,,მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:

– დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს “კეფაში ტყვიით” (ლევან დათუნაშვილი, “ჯემნიუსი”)
– ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, “სირცხვილია”)
– საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, “გრასი” / “ფაქტჩეკი”)

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ “აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს. დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: ევროპის მმართველი ქვეყნების ლიდერებმა წააგეს ევროპარლამენტის არჩევნებში, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა რეალურად არ ასახავს თავიანთივე ქვეყნების ინტერესებს
Next: როგორი ფარსია ბრიუსელელი მაღალჩინოსნების ე.წ. ერთობა და თანამოაზრეობა. მთავარია საკუთარი თანამდებობები და გავლენების გაძლიერება ევროკრატიულ სისტემაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.