Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უმრავლესობის მიუხედავად, ეს ევროპარლამენტი კარდინალურად არის განსხვავებული წინა მოწვევის საპარლამენტო შემადგენლობიდან

მარშალ პრესი 10/06/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტის არჩევნებს აფასებს. მისი თქმით, მიუხედავად ლიბერალური პარტიის გამარჯვებისა, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ჩანიშნული არჩევნების ფონზე, მათი შემადგენლობა რადიკალურად განსხვავდება წინა მოწვევის პარლამენტისგან. ანალიტიკოსის თქმით, ევროპარლამენტში ლიბერალების უკან, მათსავე ქვეყნებში ლიბერალური მთავრობები იდგნენ, დღეს კი ჩანიშნული არჩევნების ფონზე, მემარჯვენეები ლიდერობენ.

„სკდებოდა შენობა, მაგრამ ჯერ ჯერობით გასკდა ბიაზი. ჩვენ ვიცით კინემატოგრაფიის კლასიკიდან, რა მოჰყვა ამ ბიაზის გასკდომას, ჰოდა ნამდვილად ასეა. ძალიან უცნაურია ევროპარლამენტის კომპლექტაციის სისტემა.

არანაკლებად უცნაური, ვიდრე ამერიკული საარჩევნო სისტემა. თავისი საფოსტო გზავნილებით და ა.შ. მტრედების ფოსტაღა აკლია მაგას და პროგრესი სახეზე გვექნებოდა. მიუხედავად ამისა, მემარჯვენეებმა და კონსერვატორებმა ჩააჩოჩეს, შეამცირეს მანდატების ლიბერალური რაოდენობა. ჩემი გათვლით, დაახლოებით 80 ადგილით ნაკლებს მიიღებს დღესდღეობით მაინც ლიბერალური უმრავლესობა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ამ უმრავლესობის მიუხედავად, ეს ევროპარლამენტი კარდინალურად არის განსხვავებული და იქნება განსხვავებული თავისი წინა მოწვევის საპარლამენტო შემადგენლობისგან იმიტომ, რომ თითოეული ამ უმრავლესობაში მყოფი ლიბერალის უკან, ასევე ლიბერალური მთავრობა იდგა.

თითქმის ყველა მსხვილ ევროპულ ქვეყანაში – საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ. დღეს ვხედავთ, რომ ამ ადგილობრივ დონეზე ჩატარებულ არჩევნებში იმარჯვებენ მემარჯვენე ძალები, იმარჯვებენ ისე, რომ ჯერ კიდევ გუშინდელი ავტორიტეტები, როგორებიც არიან ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და ა.შ საერთოდ გამქრალები არიან საკუთარი პოლიტიკური რადარებიდან, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო დონის ავტორიტეტებზე.“-აღნიშნა ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში
Next: რა მხარდაჭერაც აქვს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტს ქართული საზოგადოების მხრიდან, ეს 17 მაისს გამოჩნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.