Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპელმა ხალხმა ამერიკულ wokeism -ს უთხრა – არა! ევროპა გადის ღირებულებებისთვის ბრძოლის იმ გზას, რაც საქართველომ ახლახან გაიარა

მარშალ პრესი 10/06/2024
tamar chiburdanidze

„ევროკავშირის ყველა წამყვან სახელმწიფოში სახელისუფლებო პარტიები დამარცხდნენ,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებში საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრიასა და ესპანეთშიც კი, ლიბერალიზმი დამარცხდა.

თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ევროპა გადის იმ გზას, რაც საქართველომ უკვე გაიარა და ეს არის სუვერენიტეტისთვის და ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზა.

„ევროპარლამენტის არჩევნები დასტურია იმისა, რომ ამერიკის გავლენები ევროპაზე სუსტდება. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ყველაზე მეტად დაზარალებულმა ევროპელმა ხალხმა არ აპატია არსებულ ხელისუფლებას მცდარი პოლიტიკის წარმოება.

ევროკავშირის ყველა წამყვან სახელმწიფოში სახელისუფლებო პარტიები დამარცხდნენ. გამაოგნებელი იყო ის, რომ ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებში საფრანგეთში, ბელგია, ავსტრიასა და ესპანეთშიც კი ლიბერალიზმი დამარცხდა. ევროპამ გაიღვიძა და ღირებულებებისთვის ბრძოლას აწი ვეღარავინ შეაჩერებს.

ევროპა ძველ ღირსებას იბრუნებს და ამას აკეთებს ხალხი. ევროპა გადის იმ გზას, რაც საქართველომ უკვე გაიარა ამ პერიოდში. ეს არის სუვერენიტეტისთვის და ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. მართალია, გუშინდელ არჩევნებში კვლავ სახალხო პარტია და სოციალისტები ლიდერობენ, მაგრამ კონსერვატორული ფრთის გაძლიერება სურათს აუცილებლად შეცვლის. ევროპაში სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ ვითარდება,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება
Next: მთავარია ვინ მოასწრებს ახალ ევროპარლამენტთან ურთიერთობის დალაგებას made in Georgia მეთოდით. როგორ მუშაობს ეს მეთოდი, ყველამ კარგად ნახა წინა ევროპარლამენტის მაგალითზე, გვარამიას რომ ლამის ქართული დემოკრატიის მამად გვასაღებდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.