IMG.GE IMG.GE

გორში, ბერუაშვილის ქუჩაზე, მკველობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შსს-ს თანამშრომელი. თვითმხილველების თქმით, ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც მოკლულთან მდგმურად ცხოვრობდა.

როგორც ვრცელდება, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა, ბრალდებული კი პოლიციამ უკვე დააკავა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, შსს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე დამატებით განცხადებას თავად გააკეთებენ.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება