Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსულ კანონს ეძახიან ქართულ კანონს, ხალხს აბულინგებენ და დსთ-ში საქართველოს შემთრევები პოლიტსაბჭოში უზით გია ბარამიძის სახით

მარშალ პრესი 10/06/2024
giorgi gamsaxurdia

რუსულ კანონს ეძახიან ქართულ კანონს, ამის გამო ხალხს აბულინგებენ და დსთ-ში საქართველოს შემთრევები პოლიტსაბჭოში უზით გია ბარამიძის სახით, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალებს ბულინგის გარდა აღარაფერი აქვთ დარჩენილი.

„ირაკლი ზარქუას თემა აიღეთ, იქ ელისოს მიუხტნენ გაურკვეველი წარმომავლობის ვიღაც ადამიანები. ქეთი დუმბაძეს რაღაცაზე აბულინგებენ. რა მაინტერესებს იცით? რუსულ კანონს ეძახიან ქართულ კანონს, ამის გამო ხალხს აბულინგებენ და დსთ-ში საქართველოს შემთრევები პოლიტსაბჭოში უზით გია ბარამიძის სახით, იმას არ აბულინგებენ.

დსთ-ში ვინც საქართველო შეათრია, ის უზით პოლიტსაბჭოში და ქართული კანონის მიმღებ დეპუტატებს ქუჩაში დასდევენ. რა აქვთ ელისო ბოლქვაძეზე მეტი გაკეთებული ვიღაც გაურკვეველი წარმომავლობის ტიპებს, რაღაც პერფორმანსი რომ დადგეს დე გოლის აეროპორტში. ამაშია საქმე. ეს არის ამათი ენა, რა პოლიტიკა, რა რეიტინგები, საერთოდ სად ბანაობენ? აი, ეგ ვერ გამიგია“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტის საბოლოო კონფიგურაციაში, ნორმალური საზოგადოებების წარმომადგენლებმა შესაძლოა უმრავლესობა მაინც ვერ მოიპოვონ, მაგრამ ეს აღარ იქნება სასოწარკვეთილი კონსერვატიული უმცირესობა, რადგანაც მათ უკან მემარჯვენე უმრავლესობა იდგება
Next: რატი იონათამიშვილი ნიუ – იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების მე – 17 ასამბლეაში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.