Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონის განცხადება ევროპელ ხალხს და პოლიტიკოსებს შორის არსებულ უფსკრულს გვაჩვენებს – დავით ჩიხელიძე

მარშალ პრესი 10/06/2024
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, აშშ-ში, ჩვენს დაზვერვასა და CIA-შია.  რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“.

„ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან ღიად დაფიქსირდა, რომ ისინი პრობლემას არა პუტინში, არამედ აშშ-ში და სხვა ქვეყნების მიმართ მათ დამოკიდებულებაში ხედავენ. რასაც ქალბატონი ვიოლა არა ჭეშმარიტებად არამედ არასწორი პოლიტიკის შედეგს აღიქვამს. ეს ლიბერალების მთავარ პრობლემას გვაჩვენებს, მათთვის განსხვავებული აზრი ყოველთვის მცდარია, საკუთარი პოზიცია კი ეჭვშეუტანელი სიმართლე. ფონ კრამონის განცხადება ევროპელ ხალხს და პოლიტიკოსებს შორის არსებულ უფსკრულს გვაჩვენებს, სამწუხაროდ ევროპარლამენტარების პოზიცია მოსახლეობის განწყობებს არ ასახავს. ევროპელი ამომრჩევლები აშშ-ში პრობლემის წყაროს, ფონ კრამონი კი ფულის წყაროს ხედავს….“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: საქართველოზე ზეწოლა გაორმაგდება – ლევან მამალაძე
Next: ევროპის ყველა ლიდერმა, რომელმაც უსამართლოდ გაგვაკრიტიკა, სერიოზული მარცხი განიცადა, მათმა პარტიებმა ან წააგეს ან ცოტა ხმები მიიღეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.