Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ა ბატონო, თურმე ვის უპირისპირდებოდა და რა გაუკეთებია მიხეილ სააკაშვილს – თამარ ჩარკვიანი

მარშალ პრესი 10/06/2024
tako charkviani

“დიდი სირცხვილია სააკაშვილის ციხეში ყოფნა – დიდი” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩარკვიანი.

“რაც საქართველოს ამ 30 წლის მანძილზე უნახავს, (მანამდე რაც იყო, რომ თავი დავანებოთ)რაც უნახავს ამ ქვეყანას, აი მიხეილ სააკაშვილი თუ უნდა პატიმრად იჯდეს ციხეში, მართლა სირცხვილია რა, ნავთქურებიანი ქვეყანა რომ დასავლური ტიპის სახელმწიფოდ შექმნა (მე არავის ვუკარგავ ღვაწლს, არც შევარდნაძეს, რომელმაც გეოპოლიტიკური ფუნქცია დაუბრუნა ქვეყანას ნავთობსადენით, რა თქმა უნდა ზვიად გამსახურდიას უდიდესი ღვაწლი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი იყო)

მაგრამ ახლა, ამ პატიმარზე – პუტინის პატიმარზე ვსაუბრობ, რომელიც თურმე ვის უპირისპირდებოდა ახლა უფრო ჩანს ამ გადასახედიდან, განა რუსეთის უშიშროების მიერ ჩასაფრების და “იუველირული მუშაობის” დროს, შესაძლებელია შეცდომები არ მოგივიდეს?

განა ტყუილ-მართალს არ მოგაწვდის რუსეთის უშიშროება, რომ დააბნიოს ხალხი თუ ჯერ არ გაუკეთებია, ან შეცდომები სხვებს არ მოსვლიათ ამ 30 წლის მანძილზე, განა ამ რუსული სამართლებრივი სისტემის დროს ვერ მოახერხებდა რუსეთი “სპექტაკლების” დადგმას ხალხის გასაგიჟებლად თუ ჯერ არ გვინახავს?

ა ბატონო ახლა ხომ ჩანს, რა ყოფილა გამყიდველობით, შიშით და მომხვეჭელობით, რა ყოფილა ქვეყნის გადაბარების მცდელობა პირდაპირ ოკუპანტზე, რას გვიბედავს ეს ხელისუფლება, რას უბედავს დამოუკიდებელ საქართველოს! თურმე რა შეძლებია და გაუკეთებია სახელმწიფოს შენების – სახელწიფოებრიობის თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილს.
შეუძლებელი შეძლებია ფაქტია!

ჰოდა ,გადავხედე ამ 30 წელს და ….,,,დიდი სირცხვილია სააკაშვილის ციხეში ყოფნა დიდი! და კიდევ – სამარცხვინო შერჩევითი სამართალი”- წერს ჩარკვიანი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მზად ვართ, ავიღოთ ძალაუფლება, თუ ფრანგები ნდობას გამოგვიცხადებენ – მარიენ ლე პენი
Next: არ დაასახელეს დასანქცირებულების გვარები. რატომ? – პეტრე მამრაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.