Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

მარშალ პრესი 09/06/2024
eurovote

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა, ჟორდან ბარდელამ ხმების 31% მიიღო. მეორე ადგილზეა ემანუელ მაკრონის პარტიის კანდიდატი, ვალერი ეიე – 15.2%, ხოლო მესამე ადგილზე რაფაელ გლუკსმანი გავიდა, რომელმაც ხმების 14.3% მიიღო.

ბარდელამ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები გამართოს.

„ხმების 30%-ზე მეტის მიღებით, ფრანგებმა ვერდიქტი გამოიტანეს. რესპუბლიკის პრეზიდენტი ყრუ ვერ დარჩება. მან უნდა დათმოს ის დღის წესრიგი, რომლის განხორციელებაც სურს. ემანუელ მაკრონი დასუსტებული პრეზიდენტია. მას ევროპარლამენტში მოქმედების საშუალება ეზღუდება. რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, დაეყრდნოს ინსტიტუტებს. ვთხოვთ მას მოაწყოს ახალი საკანონმდებლო არჩევნები“, – აღნიშნა ბარდელამ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ნაცმოძრაობით მოწამლულო ადამიანებო, “ქართული ოცნება” არასოდეს იმოქმედებს თქვენი ხელწერით
Next: დასავლელი ლიდერების პრობლემაა, რომ ქართულ საზოგადოებას მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეობთან აიგივებენ და არ სურთ რეალური სურათის დანახვა. 2012 წელს საზოგადოებამ ეს სურათი დაანახა და იძულებული გახადა, ვეღარ ეჩუქებინათ არჩევნები მათი მარიონეტებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.