Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს შეხვდა

მარშალ პრესი 24/05/2022
იასუში კინოშიტა და ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს იასუში კინოშიტას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერის მექანიზმები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

აღინიშნა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის აღნიშნული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების დადება და ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების შემოსვლას.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პოზიტიური მაჩვენებლები.

აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის ქვეყნებთან, რაც ქვეყანას არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.

მთავრობის მეთაურმა არსებული ბიზნესგარემოს შესასწავლად იაპონიის განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოში მიიწვია.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ეუთოს ფასეულ როლს
Next: ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიები უნდა დაუთმოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.