Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ღია კარის დღე“ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

მარშალ პრესი 07/06/2024
014

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ამ მიზნით ლიცეუმმა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან სკოლებში უკვე ჩაატარა. საინფორმაციო შეხვედრების ციკლი კი, „ღია კარის დღის“ ღონისძიებით ლიცეუმში დასრულდა. „ღია კარის დღეზე“ ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. 

სასწავლებლის გაცნობა კადეტთა კლუბიდან ლიცეუმის შესახებ პრეზენტაციით დაიწყო. ბავშვებსა და მათ მშობლებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილები, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა კელენჯერიძე და მაია გაბუნია შეხვდნენ და ლიცეუმის გამორჩეულ და განსაკუთრებულ გარემოებებზე, ასევე ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის წესზე გაამახვილეს ყურადღება. კადეტებმა კი, დეტალურად ისაუბრეს კადეტის ლიცეუმში ცხოვრების, კადეტთა დღის განრიგისა და ლიცეუმში არსებულ სასწავლო თუ სამოტივაციო გარემოზე. 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მათ საშუალება ჰქონდა ენახათ საცხოვრებელი ოთახები, კლას-კაბინეტები, დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრი, სპორტული დარბაზი, რობოტექნიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილი ექსპერიმენტები. 

ლიცეუმი პანსიონის ტიპის ავტორიზებული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს. მისაღები გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 19 ივნისიდან და დასრულდება 2024 წლის 28 ივნისს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/fu8x

Continue Reading

Previous: უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო, ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა ზოგადი მინიშნებებით
Next: „ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტი“ – თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა მუჯირმა ლონდონში ბინა 2009 წელს 560 000 ფუნტ სტერლინგად ფარულად შეიძინა, ფაქტის გასაჯაროების შემდეგ კი გაყიდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025