Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადგან რეალობა ამდაგვარია, რომ ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მითუმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები

მარშალ პრესი 07/06/2024
dimitri khundadze

“ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება და აცხადებს, რომ
ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა.

“მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული, ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს მიუღებელია. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე.

როდესაც გრიგორიადისი შეწყალებულია იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ეს არის ძალადობის ხელშეწყობა. როდესაც პოლიციელი სანქცირდება, ეს არის ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა. ისე რომ, ვფიქრობ ასეთი დამოკიდებულება არის დაუშვებელი და წინაპირობა იმის, თბილისში მივიღოთ უკრაინული მაიდანიზაცია, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება.

რადგან რეალობა ამდაგვარია, რომ ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მითუმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: შაჰ-აბასმა რაც გააკეთა, როცა გიორგი სააკაძეს პაატას თავი გამოუგზავნა, ახლა ყოფილი დიპლომატი, ქალბატონი ნატალია საბანაძე იგივეს ითხოვს ბავშვებთან მიმართებაში
Next: უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო, ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა ზოგადი მინიშნებებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.