Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უამრავი მავნებლური მცდელობის პასუხად, “ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა

მარშალ პრესი 07/06/2024
eka sepashvili

“ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ საქართველოს მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარედან უამრავი მავნებლობის პასუხად საქართველომ ასეთი მაღალი შეფასება მიიღო.

“ესეც პასუხი საქართველოს დემოკრატიის და თავისუფლების შეფასების შესახებ.

ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უამრავი მავნებლური მცდელობის პასუხად, “ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა. 2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული.

თავისუფლების ინდექსს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, ამერიკული ორგანიზაცია “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.” – წერს სეფაშვილი.

Post navigation

Previous: სანქციები საქართველოსთვის! დემოკრატიის მამების მიერ დაფუძნებული აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, კრიმინალი სააკაშვილის, მისი “ნაცბანდის” და შარლატან ნათელაშვილის დაბეზღებების მომსმენ-აღმასრულებელ კანტორად იქცა!
Next: შაჰ-აბასმა რაც გააკეთა, როცა გიორგი სააკაძეს პაატას თავი გამოუგზავნა, ახლა ყოფილი დიპლომატი, ქალბატონი ნატალია საბანაძე იგივეს ითხოვს ბავშვებთან მიმართებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.