Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ატლანტიკურო საბჭოს“ ანგარიშმა საქართველოს პროგრესი და დემოკრატიის წინსვლა დაადასტურა, ამ ფონზე ნათლად ჩანს, რომ აშშ-ის სანქციების პოლიტიკა წმინდა პოლიტიკური აქტია, რომელიც რეალობის დამახინჯებას ემსახურება

მარშალ პრესი 07/06/2024
davit chikhelidze

„ატლანტიკურო საბჭოს“ ანგარიშმა საქართველოს პროგრესი და დემოკრატიის წინსვლა დაადასტურა. საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა, საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფლის სტატუსი აქვს მინიჭებული, – წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია “რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი  დავით ჩიხელიძე.

ის ხაზს უსვამს, რომ ანგარიში დაფუძნებულია ფაქტებზე და არა აღქმებზე, როგორც ეს კონგრესის შემთხვევაში იყო. ჩიხელიძის თქმით, ამ ფონზე ნათლად ჩანს, რომ შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესება პოლიტიკური აქტია, რომელიც რეალობის დამახინჯებას ემსახურება.

„ატლანტიკურო საბჭოს“ ანგარიშმა საქართველოს პროგრესი და დემოკრატიის წინსვლა დაადასტურა. საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა, საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ანგარიში ფაქტებს ეფუძნება და არა აღქმებს, როგორც ეს კონგრესის შემთხვევაში ხდება.

ანგარიშში განსაკუთრებით საყურადღებო რამდენი კრიტერიუმია, მათ შორის: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ.

ნიშანდობლივია, რომ საქართველო უსწრებს როგორც ნატოს ასევე ევროკავშირის მრავალ ქვეყანას და რა თქმა უნდა ყველა კანდიდატ ქვეყანას. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის ფონზე ნათლად ჩანს, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული სანქციების პოლიტიკა წმინდა პოლიტიკური აქტია, რომელიც რეალობის დამახინჯებას ემსახურება.” – წერს დავით ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: მთელი ოპოზიციური სპექტრი – ნაციონალური მოძრაობა და მათი განშტოებები, მზად არიან გაწირონ საკუთარი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება
Next: ისევე, როგორც ბეღურა არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა ღვთის ნება, როგორც ჩანს, თბილისში არცერთი კანონი არ მიიღება ვაშინგტონის მხრიდან განსჯის გარეშე – The American Conservative

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025