Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარმოუდგენელი ზეიმია ცვილის ფიგურების მუზეუმში – როგორც ჩანს, აგენტოკრატებმა მათ მოლოდინებს ამ ეტაპზე მაქსიმუმით უპასუხეს

მარშალ პრესი 07/06/2024
DAVID KARTVELISHVILI

“აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა”, – მეთიუ მილერს ეტყობა სწორედ ამ ფრაზით სურს საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლიანი და გაქრისტიანების ორი ათასწლიანი ისტორია დახუროს, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ ამბავმა დიდი ზეიმი გამოიწვია “ცვილის ფიგურების მუზეუმში”, ვინაიდან აგენტოკრატებმა ამ ეტაპზე, მათი მოლოდინი გაამართლეს.

“რევოლუცია, რომელზეც ბოლშევიკები ამდენი ხანი საუბრობდნენ, ახდა!” – ეს ციტატა ლენინს ეკუთვნის. ეს ციტატა კი: “აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა”, – მეთიუ მილერს. ეტყობა სწორედ ამ ფრაზით სურს მას საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლიანი და გაქრისტიანების ორი ათასწლიანი ისტორია დახუროს. ხოლო ჩვენ სასტიკად შეგვაშინოს – სანქციები ხომ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, პოლიციელებს და მათ ოჯახის წევრებს შეეხება.

წარმოუდგენელი ზეიმია ცვილის ფიგურების მუზეუმში – როგორც ჩანს აგენტოკრატებმა მათ მოლოდინებს ამ ეტაპზე მაქსიმუმით უპასუხეს. წელს აშშ-ში მოსახლეობის ერთი შეშფოთებული ნახევარი მეორე აღშფოთებულ ნახევარს რომ დასცხებს – საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველომაც ამერიკასთან სავიზო “ბაირამი” უნდა შეწყვიტოს. ხოლო კრიმინალური, ზნეობრივი, ნარკოტიკული აღვირახსნილობისა და პოლიციური ნიჰილიზმის, ტრანსგენდერთა ხილვადობის აშშ – სამოგზაუროდ “საშიში ქვეყნების სიაში” უკვე დღეიდან უნდა ვიგულისხმოთ…”- წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: იმდენად არასერიოზული და კომიკურია სტრატეგიული პარტნიორისგან სანქციების დაწესება, რომ ეს აუცილებლად შევა ამერიკის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი
Next: ეს მხოლოდ დასაწყისია – ეკა მიშველაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025