Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„მეგობარი აქტი“ თავისი შინაარსით, არის „ომის პარტიის“ და დასავლეთის კონკრეტული ძალების „მეგობარი აქტი“ და არა ქართველი ხალხის და ამომრჩეველთა უმრავლესობის „მეგობარი აქტი“

მარშალ პრესი 06/06/2024
tamta megrelishvili

„კონგრესში ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკურად გაუმართლებელი, სასირცხვილო შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ, მათ შორის ქართველებისგან, რომლებიც 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული მოღალატე ძალები არიან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, დასავლეთის კონკრეტული ძალების და ქართული ოპოზიციური სპექტრის მიზანია ქართული სახელმწიფოს უკრაინიზაცია. „ეს გამორიცხულია და ამას ვერცერთი ძალა, დღეის მოცემულობით და ამ მმართველი გუნდის პირობებში ვერ შეძლებს,“ – განაცხადა მან.

„აქტი თავისი შინაარსით ერთი ერთში იმეორებს იმ პოლიტიკურ მესიჯბოქსს, რაც აქვთ დასავლეთის კონკრეტულ ძალებს და ქართულ ოპოზიციურ სპექტრს. მათი მიზანია ქართული სახელმწიფოს უკრაინიზაცია და ფერადი რევოლუციით ჩვენი სახელმწიფოს მაიდანიზაცია. ეს გამორიცხულია და ამას ვერცერთი ძალა, დღეის მოცემულობით და ამ მმართველი გუნდის პირობებში ვერ შეძლებს. ეს კარგად იცის ოპოზიციამაც და კონკრეტულმა ძალებმაც.

ახლა მათი მთავარი სამიზნე 26 ოქტომბრის არჩევნებია ანუ არჩევნების შედეგი. კონგრესში ერთ-ერთმა მომხსენებელმა ღიად განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ბრალი დაედება „ქართულ ოცნებას“, სახელისუფლებო გუნდს, თითქოს მან გააყალბა არჩევნები და ეს იქნება ერთ – ერთი მსხვილი და მსუყე საფუძველი იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. ისინი ამბობენ, რომ მაიდანიზაციამ უკრაინაში გაზარდა დემოკრატიის ხარისხი. ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკურად გაუმართლებელი, სასირცხვილო შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ, მათ შორის ქართველებისგან, რომლებიც 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული მოღალატე ძალები არიან, “ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის, ხოლო მახათას მთაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა
Next: საბოლოოდ გაირკვა, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებზე ძირითადად დასავლეთის იმედად არის. ინტრიგა იმაშია, რომ ჯერ არცერთმა მათგანმა არ იცის საპასუხოდ რას უმზადებს ხელისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.