Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, აქ სპეკულაციებისთვის სინამდვილეში არ არის არავითარი სივრცე

მარშალ პრესი 06/06/2024
irakli kobakhidze

რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, აქ სპეკულაციებისთვის სინამდვილეში არ არის არავითარი სივრცე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ არის მის ანგარიშში ნახსენები, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ არის საუბარი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ანგარიშში ყველა თემაზეა საუბარი.

„ანგარიშში ყველაზე თემაზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ამ თემებზე იქნება საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს. ის, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, არის ფაქტობრივი მოცემულობა, აქედან გამომდინარე, აქ სპეკულაციებისთვის სინამდვილეში არ არის არავითარი სივრცე. ყველამ ვიცით, რა არის მოცემულობა, რა არის გამოწვევები ჩვენს წინაშე.

ასეთ დროს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ვიღაცები გარედან, დასავლეთიდან ცდილობენ, დაგვაშანტაჟონ, დააშანტაჟონ ჩვენი მოსახლეობა, დააშანტაჟონ ჩვენი ქვეყანა, ეს რბილად რომ ვთქვათ, არის უბრალოდ გაუგებარი. ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, იმსახურებს ჯანსაღ დამოკიდებულებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „მეგობარი აქტი“, როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი, “დაუდზინებელი აქტი“, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა
Next: თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის, ხოლო მახათას მთაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.