Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უსაფრთხოების გამოწვევები მზარდია მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც, ამ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირება სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რასაც წარმატებულად დასრულებული ოპერაციაც ადასტურებს

მარშალ პრესი 06/06/2024
lado bojadze

„ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება დამოკიდებულია შესაბამისი სამსახურების პროფესიონალიზმზე, იმ ადამიანებზე ვინც 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“– წერს თბილისის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან ვლადიმერ ბოჟაძე.

ბოჟაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა.

თბილისის საკრებულოს წევრი მადლობას უხდის ყველას ვინც იცავს საქართველოში უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას.

„ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება დამოკიდებულია შესაბამისი სამსახურების პროფესიონალიზმზე, იმ ადამიანებზე ვინც 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. უსაფრთხოების გამოწვევები მზარდია მთელს მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოშიც, ამ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირება ჩვენი სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რასაც ეს წარმატებულად დასრულებული ოპერაციაც ადასტურებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც იცავს საქართველოში უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას.“-წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Post navigation

Previous: შესაძლოა კიდევ არ ვიცოდეთ რა დონის საფრთხეს ააცილა ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა
Next: სუს-მა ტერორისტულ “დაეშთან” დაკავშირებული ორი ავაზაკი გამოავლინა და დააკავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.