Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორც ბილწსიტყვაობა, სიძულვილის ენა, ბულინგი, მედიით შემოგვაჩვიეს საჯარო კომუნიკაციაში და გახდა ჩვეულებრივი. ასე შემოგვაპარეს ქვეყნის ღალატი, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა

მარშალ პრესი 06/06/2024
SHALVA PAPUASHVILI

,,ოპოზიციაში მთლიანად აწყობილი არიან გარედან რა დირექტივა მიუვათ, რა ტონი მიუვათ, რა თემაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და რაზე არა. მე ყველაზე მეტად ეს მანცვიფრებს, როგორც ბილწსიტყვაობა, სიძულვილის ენა, ბულინგი, მედიით საჯარო კომუნიკაციაში შემოგვაჩვიეს და გახდა ჩვეულებრივი, ასე შემოგვაპარეს ქვეყნის ღალატი, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში, ერთადერთი მეგობარი, რომელიც ყავს ამ ქვეყანას, არის საკუთარი ხალხი, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც ამ ქვეყნის პატრიოტია და არც ერთი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან არ უნდა ითანამშრომლოს.

,,ქალბატონ დეკანოიძეს შევახსენე, რომ ის თანამშრომლობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, თქვა კიდევაც, რომ თანამშრომლობს და კიდევ ითანამშრომლებს. წარმოიდგინეთ, 30 წლის წინ ვინმეს ასეთი რამე რომ ეთქვა, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას, როგორც არ უნდა ითანამშრომლო რუსულ სპეცსამსახურებთან ისე არ უნდა ითანამშრომლო ამერიკის სპეცსამსახურებთან, როდესაც შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ. ამაში ეს ხალხი ვერ ერკვევიან. გონიათ, რომ კარგი და ცუდი უცხო ქვეყნის სამსახურები არსებობს. სინამდვილეში, ერთადერთი მეგობარი, რომელიც ყავს ამ ქვეყანას, არის საკუთარი ხალხი, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ასე ფუნქციონირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “თავისუფალი სივრცეში” სტუმრობისას.

Post navigation

Previous: საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი
Next: ოპოზიციას საკუთარი პატრონების უფრო დიდი შიში აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის. 2012 წლამდე ზუსტად ეს იყო ნაცმოძრაობის მმართველობის ყველაზე დიდი ტრაგედია, როდესაც ისინი პატრონებზე იყვნენ დამოკიდებულნი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.