Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

მარშალ პრესი 05/06/2024
144

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მთავრობის მეთაური პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობა 40 საკლასო ოთახს მოიცავს და ორ ცვლაში 2 000 მოსწავლეზეა გათვლილი.

პროექტით გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 17 388 170 ლარია.

Post navigation

Previous: ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება
Next: ცოტა ხანში ისე გაუჭირდებათ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის” მომსახურე დასუფთავების კომპანიის დამლაგებლებსაც წაიყვანენ კონგრესში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.