Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კონკრეტული არასამთავრობოები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას

მარშალ პრესი 05/06/2024
irakli kobakhidze

კონკრეტული არასამთავრობოები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, ბულინგს, თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და არა მარტო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი სტანდარტი, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა და მსგავსი ტიპის ნებისმიერი სხვა ქმედება.

„ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი ნებისმიერი ასეთი ფაქტი, ნებისმიერი ასეთი აქტი. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი და არა ორმაგი სტანდარტები, ეს არის პრობლემა, როდესაც კონკრეტული არასამთავროები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, ბულინგს, თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და არა მარტო და ა.შ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი სტანდარტი, როცა საქმე ეხება ძალადობის, თუ მსგავსი ტიპის სხვა ქმედებების დაგმობას. კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება. თქვენ დაგმეთ ყველა მიმართულებით ძალადობაც და ნებისმიერი ტიპის ბულინგიც, ორივე მიმართულებით,“– აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი – ირაკლი კობახიძე
Next: ოპოზიციამ ფაშიზმი და ბოლშევიზმი ერთ იდეოლოგიად აქცია და ბოლშევიკური ღალატის ფაშისტური აღსრულება შემოგვთავაზა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.