Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოროსისტი ვანო ჩხიკვაძე და მოღალატე გახარიას შნირი, ნატალია საბანაძე ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე, საქართველო დააბეზღეს და ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება მოითხოვეს

მარშალ პრესი 05/06/2024
gia abashidze

სოროსისტი ვანო ჩხიკვაძე და მოღალატე გახარიას შნირი, ნატალია საბანაძე, მათ გვერდით კი სხვა ცნობილი ნაცგობლინები. 2024 წლის 4 ივნისს, ამ არარაობებმა კონგრესში, ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე, სადაც ე.წ. MEGOBARI ანუ სანქციების აქტი განიხილება, საქართველო დააბეზღეს და ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება მოითხოვეს.- ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამ კლასიკურ ღალატსა და აღმაშფოთებელ საგარეო თავხედობას წარმატება არ უწერია – ერთიან და სულძლიერ ქართველ ხალხთან უჯიშო ვერცხლისმოყვარე და ანგარებიანი გარეწრები ვერაფერს გახდებიან.

„ისტორიიდან გვახსოვს 1921 წლის 16 თებერვალს, შულავერში საქართველოს მოღალატეთა შეკრება. იმ რევკომის საშინელი ტრადიციის გამგრძელებლად დღეს გვევლინებიან რევანშისტი ნაცრადიკალები, კერძოდ, სოროსისტი ვანო ჩხიკვაძე და მოღალატე გახარიას შნირი, ნატალია საბანაძე, მათ გვერდით კი სხვა ცნობილი ნაცგობლინები. 2024 წლის 4 ივნისს, ამ არარაობებმა კონგრესში, ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე, სადაც ე.წ. MEGOBARI ანუ სანქციების აქტი განიხილება, საქართველო დააბეზღეს და ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება მოითხოვეს. ჩვენს სამშობლოში ინტერვენციის მოსურნეთა დროშის ფერი ცვალებადია, თუმცა სულაძაღლებული სერგო ორჯონიკიძეები, მამია ორახელაშვილები და ფილიპე მახარაძეები უკვდავნი არიან მყრალ ნაცსექტანტებში.

ცალკეულმა ამერიკელმა კონგრესმენებმა ისიც კი იკადრეს და დაუფარავად დაანონსეს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება ე.წ. “მაიდანი-2”.
ამ კლასიკურ ღალატსა და აღმაშფოთებელ საგარეო თავხედობას წარმატება არ უწერია – ერთიან და სულძლიერ ქართველ ხალხთან უჯიშო ვერცხლისმოყვარე და ანგარებიანი გარეწრები ვერაფერს გახდებიან. ჩვენი ძალაა სიმართლე და ერთიანობა, არავის ეშინია მაკულატურის ტიპის სანქციების, ე.წ. რევოლუციის გახუნებული სცენარის და ნეკოლონიალისტური მყვირალა განცხადებების!”-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ნატალია საბანაძემ მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა – ზაალ ანჯაფარიძე
Next: 600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს ახალ ბინას, მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა და დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.