Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამშობლოს ღალატის კლასიკური მაგალითები ვნახეთ – ვლადიმერ ბოჟაძე

მარშალ პრესი 05/06/2024
LADO BOJADZE

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე “ჰელსინკის კომისიაზე” საქართველოს შესახებ განხილვას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამშობლოს ღალატის კლასიკური მაგალითები ვნახეთ.

ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებას აზიარებს, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილი ახლაც ციხეშია, რომელსაც საშინლად ეპყრობიან და მისი სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, კრიმინალ მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და მის მიერვე უკან გამოხმობილი სააჩივრის მერე, ისევ რომ პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, მხოლოდ იმას ნიშნავს რომ აგენტის დასაცავად ყველაფერზე არიან წამსვლელები.

“ჰელსინკის კომისიაზე” დღეს სამშობლოს ღალატის კლასიკური მაგალითები ვნახეთ: როგორ შეიძლება გაყიდო საკუთარი ქვეყანა მხოლოდ იმიტომ რომ შემოსავლები არ გაასაჯაროო, იმიტომ რომ ასე დაგავალეს, იმიტომ რომ ფულს სწორედ სამშობლო დისკრედიტაციაში გიხდიან.

დღეს ,,მეგობარი აქტის” განხილვისას იმდენი ტყუილი და დეზინფორმაცია გაჟღერდა, რომ ოპოზიციის მართვად ტელევიზიებსაც კი შეშურდებოდა, დამახინჯებული და გადაუმოწმებელი ფაქტების რეალობად წარმოჩენის მცდელობა შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის.

კრიმინალ მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და მის მიერვე უკან გამოხმობილი სააჩივრის მერე, ისევ რომ პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, მხოლოდ იმას ნიშნავს რომ აგენტის დასაცავად ყველაფერზე არიან წამსვლელები.

საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობას 2 წელზე მეტია აქტიურად ეწინააღმდეგება ჩვენი ხელისუფლება და ეს გეგმა რომ არსებობს კონგრესმენებმაც დაადასტურეს. უკრაინიზაციის გეგმა მხოლოდ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან ჩამოშორების გზით შესრულდება და ამისთვის არც სისხლიან რევოლუციას ერიდებიან, ამას ევრომაიდანზე ღია მინიშნებებიც მეტყველებს.

საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება, ამას ვერც ქართველი ხალხი და ვერც სახელმწიფო დავუშვებთ, უკან არ დავიხევთ, ბოლომდე დავიცავთ მამულს, ენას, სარწმუნოებას და ოჯახურ ღირებულებებს, ბოლომდე დავიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, ბოლომდე დავიცავთ დამოუკიდებლობას და სუვერნიტეტს!”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Post navigation

Previous: 21-ე საუკუნის უსამშობლოებმა თავიანთ პატრონებთან, “დემოკრატიის” საბაბით მოითხოვეს იმ ქვეყნის დასჯა, რომელშიც საუბედუროდ დაბადებულნი და გაზრდილები არიან
Next: ნატალია საბანაძემ მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა – ზაალ ანჯაფარიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.