Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო – იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ

მარშალ პრესი 05/06/2024
maka bochorishvili

“საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშრობლების ,,დანაშაულის” გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის ,,ფასეულობა” ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური”- წერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი “ჰელსინკის კომისიაზე” საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

“მაინც მადლობას ვეტყოდი ჰელსინკის კომისიას, ლუსტრაციის ასეთი ღია გაკვეთილისთვის! თუ ამ სანახაობის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ამერიკას აინტერესებს საქართველო და კონგრესს (ყოველ შემთხვევაში სამ კონგრესმენს) სურს გაიგოს, რატომ იყო უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში საქართველო ყურადღების ცენტრში, ალბათ ლოგიკური იქნებოდა, მოქმედი ელჩებისთვის ეკითხათ, რა ხდება მეგობარ ქვეყანაში…

თუ არც მეგობარი და არც საკუთარი ქვეყნის ელჩებს ენდობი და მაინც და მაინც პირველი წყაროდან გინდა მიიღო ,,უტყუარი“ ინფორმაცია, ლეგიტიმაციის მქონე ადამიანის მიწვევა უფრო ლოგიკური იქნებოდა დემოკრატიული ქვეყნის კონგრესში, ხალხის სახელით ამბის მთხრობელად… თუ უმრავლესობის წარმომადგენელს არ გინდა მოუსმინო, ნუთუ, საპარლამენტო ოპოზიციის ფართო სპექტრიდან ერთი ადამიანი მაინც ვერ მოიძებნა ისეთი, რომელიც არჩევნებზე სამმა ამომრჩეველმა მაინც შემოხაზა და ამ როლსაც დიდი სიამოვნებით შეასრულებდა… კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე იმასაც ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო – იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ. საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას, რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშრობლების ,,დანაშაულის” გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის ,,ფასეულობა” ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური.

სამართლიანი არჩევნების სანაცვლოდ, უცხო ქვეყანას (თუნდაც მეგობარს) ემუდარებიან, დასაჯოს ,,ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ არჩევნებში საშინლად დამარცხებას გადაურჩნენ და როგორმე ხელისუფლებაში აღმოჩდნენ! ასე პირდაპირ, ღია ეთერში, კონგრესიდან ითხოვენ უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩვნების შედეგებზე! მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რომ ყველას აჩვენონ, როგორ აშინებთ ქართველი ხალხის არჩევანი!”- წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: საქართველოს მოღალატე-გამყიდველთა სიას შეემატა კიდევ ორი
Next: 21-ე საუკუნის უსამშობლოებმა თავიანთ პატრონებთან, “დემოკრატიის” საბაბით მოითხოვეს იმ ქვეყნის დასჯა, რომელშიც საუბედუროდ დაბადებულნი და გაზრდილები არიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025