Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ

მარშალ პრესი 04/06/2024
white house

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები. სწორედ ამიტომ, მან დღეს გამოსცა განკარგულება, რათა მიგრანტებმა, რომლებიც ჩვენს სამხრეთ საზღვარს უკანონოდ კვეთენ, თავშესაფარი არ მიიღონ. ეს ქმედებები ამოქმედდება მაშინ, როდესაც სამხრეთ საზღვარზე ინციდენტების მაღალი დონე გადააჭარბებს ჩვენს შესაძლებლობებს, დროული რეაგირება მოვახდინოთ, როგორც ეს დღეს ხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ახალი ზომები გაუადვილებს საიმიგრაციო სამსახურებს აშშ-ში არალეგალურად მყოფი ადამიანების გაძევებას.

„ამ ზომებით იუსტიციის დეპარტამენტს საშუალება ექნება, უფრო სწრაფად განიხილოს საქმეები, ხოლო შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს შეეძლება იმ პირთა აშშ-ის საზღვრებს გარეთ გაძევება, რომელთაც არ გააჩნიათ კანონიერი საფუძველი იმყოფებოდნენ ქვეყანაში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრ სახლში ამტკიცებენ, რომ ეს ზომები დროებითია და როგორც კი იმ მიგრანტების რიცხვი, რომლებიც საზღვრებს კვეთენ, კვლავ უსაფრთხო დონემდე შემცირდება და პროცესის მართვა შესაძლებელი გახდება, ეს ზომების მოიხსნება.

იმიგრაცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

Post navigation

Previous: კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა “კეზერას” კანტორას? არ დაავიწყდათ, უბრალოდ მალავენ, მაგრამ თავად რომ აღმოჩნდნენ სხვის ნაცვლად დასანქცირებულები, ამას ვეღარ დამალავენ
Next: ეს არ უნდა დავუშვათ, სრული მხარდაჭერა ლგბტ  თემს, არანაირი განხილვა – თამარ ჩერგოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.