Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

NGO-ების მიერ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ჩაანაცვლა სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურმა, რომელსაც იგივე მოთხოვნა აქვს

მარშალ პრესი 04/06/2024
mikheil kavelashvili

„თუ ვინმეს მართლა სურს ჩვენთან ჯანსაღი ურთიერთობა კი ბატონო დაარეგულირონ, გააჯანსაღონ ურთიერთობა და ნდობის საკითხიც უფრო მაღლა აიწევს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ „მეგობარ ქვეყნებს“ ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის საჭირო მაგალითები თავადვე შესთავაზეს, თუმცა დასავლეთის მხრიდან მხოლოდ იგნორია.

მისივე თქმით, NGO-ების მიერ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურმა ჩაანაცვლა, რომელსაც იგივე მოთხოვნა – ტექნიკური მთავრობა აქვს.

„თუ ვინმეს მართლა სურს ჩვენთან ჯანსაღი ურთიერთობა, კი ბატონო დაარეგულირონ, გააჯანსაღონ ურთიერთობები და ნდობის საკითხიც უფრო მაღლა აიწევს. ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის საჭირო მაგალითებიც მოვუყვანეთ, ფაქტებიც დავუდეთ წინ, მაგრამ იგნორს გვიკეთებენ.

ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და არავინ დაიჯეროს, რომ ჩვენი გულისთვის ისე ვინმე რამეს გააკეთებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია გავშიფრეთ მთელი პროცესი – მივაგენით ბუდეს. ახლა სალომეს ფანჩატურია მთავარი თემა. NGO-ების მიერ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ჩაანაცვლა სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურმა, რომელსაც იგივე მოთხოვნა აქვს. ეს ყველაფერი ასე რომ იქნებოდა დიდი ხნით ადრე ვიცოდით, ვსაუბრობდით კიდეც. ჩვენც გვყავს „მეგობრები“ იქ სადაც გეგმავენ ამ პროცესებს და გვაწვდიან ინფორმაციას,“ -განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: სამხედრო- სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის ხარჯზე აკეთებენ მილიარდებს, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა, დღეს იმავე დღეში იქნებოდა საქართველო, “გლობალური ომის პარტიის” ადგილობრივი ემისრების შუამავლობით!
Next: კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა “კეზერას” კანტორას? არ დაავიწყდათ, უბრალოდ მალავენ, მაგრამ თავად რომ აღმოჩნდნენ სხვის ნაცვლად დასანქცირებულები, ამას ვეღარ დამალავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.