Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

მარშალ პრესი 04/06/2024
441374489_474536761761991_6263164270609209174_n

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და TIKA-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებმა ღონისძიების ფარგლებში, გურიის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის ,,საცდელ-სასწავლო მეურნეობა’’ დაათვალიერეს და მეფუტკრეობის სექტორში დასაქმებული გურული ვეტერანების მიერ წარმოებული თაფლის პირველი მოსავლის დაწურვის პროცესს გაეცნენ.

Post navigation

Previous: არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“ – ჯო ბაიდენი
Next: ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონთან მიმართებით დიდი ხანი გარე ძალებისგან ელოდა დაკვეთას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.