Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც მოძალადე პარტია თავისი ოფისის დარბევის პრეზენტაციას უკეთებს ელჩებს, უმჯობესია შეავსონ საინფორმაციო ველი და საკუთარი ძალადობრივი წარსულიც უამბონ

მარშალ პრესი 04/06/2024
dimitri khundadze

პარტია „ ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ნაციონალური მოძრაობისა და უცხოელი ელჩების შეხვედრას აფასებს. ხუნდაძე თქმით, ძალადობრივი პარტია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, ელჩებს მათი ოფისის დარბევის შესახებ ესაუბრება, თუმცა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის შესახებ არაფერს ყვება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ხელის შეშლაც ძალადობის ფორმაა.დიმიტრი ხუნდაძე იმედოვნებს, რომ უცხოელი ელჩები ფაქტებს ობიექტურად შეაფასებენ.

„ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც მოძალადე პარტია თავისი ოფისის დარბევის პრეზენტაციას უკეთეს ელჩებს, უმჯობესია შეავსონ საინფორმაციო ველი და საკუთარი წარსულიც უამბონ მათ – რა ძალადობრივი წარსულით ფიგურირებდნენ ისინი ქართულ პოლიტიკაში. ძალადობდნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც – როცა ოპოზიციაში არიან. ასევე, მექნებოდა სურვილი, რომ ელჩებმაც ობიექტურად შეაფასონ ეს ფაქტები. რა თქმა უნდა, იმას, რაც ოფისში მოხდა, სჭირდება გამოძიება. როცა გამომძიებელს არ უშვებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად და იქით საყვედურობენ, თითქოს ვინმე გამოძიებას არ ატარებს – ესეც ძალადობის ფორმაა, რაც ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელია.“-აღნიშნა ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: “ნაციონალური მოძრაობა” არ ასაჯაროებს მათ ოფისთან მომხდარ ინციდენტის ამსახველ კადრებს. მათი ეს ქმედება ორ შესაძლებლობას ტოვებს- ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი
Next: არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“ – ჯო ბაიდენი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.