Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა

მარშალ პრესი 04/06/2024
irakli kobakhidze

ნებისმიერი  ადამიანის უფლება უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

„ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა. საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული და მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცვირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახლა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და ამ მოწვევის პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს. ნებისმიერი  ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიცირა.

Post navigation

Previous: გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა გამჭვირვალე გახადა ამერიკისა და ევროპის დამოკიდებულება
Next: გერმანია ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.