Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანცლერ შოლცის გზავნილი რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია, გერმანიას ეხებოდა და მისმა ელჩმა, ფიშერმა ეს ნაცოპოზიციის სასარგებლოდ, კონტექსტის გარეშე გაავრცელა

მარშალ პრესი 04/06/2024
gia abashidze

კანცლერ შოლცის გზავნილი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია გერმანიას ეხებოდა და მისმა ელჩმა ფიშერმა ეს ნაცოპოზიციის სასარგებლოდ, მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე გაავრცელა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმ დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ, რომლითაც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიმართვა მედიის ნაწილმა საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებად გაასაღა.

ანალიტიკოსის თქმით, გერმანიის ლიდერი შეეხო მის ქვეყანაში მომატებულ ძალადობასა და ექსტრემიზმს ევროპარლამენტის არჩევნების წინ.

მისივე თქმით, ელჩ პეტერ ფიშერის ეს მანიპულაციური გზავნილი იაფფასიანია და ზუსტად შეესაბამება ნაცრადიკალების მდარე პროპაგანდას. იმის გარდა, რომ ჰერ ფიშერი თაღლითი მამუკა ხაზარაძის მდგმურია (მის სახლს ქირაობს თბილისში), ის უსირცხვილოდ დაყვება “ლელოს” კანტორას წინასაარჩევნო კამპანიისას რეგიონებში.

„ყველაფერს ქართული მედიის ნაწილის არაპროფესიონალიზმს ნუ დავაბრალებთ – კანცლერ შოლცის გზავნილი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია გერმანიას ეხებოდა და მისმა ელჩმა ფიშერმა ეს ნაცოპოზიციის სასარგებლოდ, მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე გაავრცელა.

გერმანიის ლიდერი შეეხო მის ქვეყანაში მომატებულ ძალადობასა და ექსტრემიზმს ევროპარლამენტის არჩევნების წინ. უამრავი თავდასხმა პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე, ბოლო აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა 2 მაისს, მანჰაიმში, როცა ავღანელმა ლტოლვილმა დანით მოკლა პოლიციელი.

თუმცა, ელჩ პეტერ ფიშერის ეს მანიპულაციური გზავნილი (იხ. X-ზე მისი პოსტის დედანის ‘სქრინი’) იაფფასიანია და ზუსტად შეესაბამება ნაცრადიკალების მდარე პროპაგანდას. იმის გარდა, რომ ჰერ ფიშერი თაღლითი მამუკა ხაზარაძის მდგმურია (მის სახლს ქირაობს თბილისში), ის უსირცხვილოდ დაყვება “ლელოს” კანტორას წინასაარჩევნო კამპანიისას რეგიონებში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და მმართველი გუნდის წევრებმა არაერთხელ ამხილეს და დაგმეს უსაქციელო გერმანელი დიპლომატის ამგვარი აქტივობები და ანგაჟირებული გამონათქვამები.

“გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული”, – განაცხადა 30 მაისს პრემიერმა კობახიძემ პეტერ ფიშერის ერთ-ერთი უპასუხისმგებლო განცხადების კომენტირებისას.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდნენ
Next: მეთიუ მილერი ამბობს, ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებიაო. ხატია დეკანოიძე, ტვ პირველი და გაუმჭვირვალე არასამთავრობოები სანქციების არსებულ ვრცელ სიაზე საუბრობენ- უხერხულია, იქნებ ერთობლივ ტექსტზე შეთანხმდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.