Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს სააკაშვილს შემთხვევით არ უხსენებია ოპოზიცია პრეზიდენტის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმდესო

მარშალ პრესი 03/06/2024
zaal anjaparidze

დღეს სააკაშვილს შემთხვევით არ უხსენებია ოპოზიცია პრეზიდენტის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმდესო. ბევრს ალბათ ჰგონია, რომ სალომეს ე.წ. “ქარტიაზე” ხელმომწერებმა, აღიარეს რა იძულებით ზურაბიშვილის ლიდერობა (მიშამ კი ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა), მას პრეზიდენტად ხელახლა ნომინაციასაც შეჰპირდნენ, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობა”, ზურაბიშვილისგან სააკაშვილის შეწყალებას ელის. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ქარტიაშია გაწერილი, დიდია იმის ალბათობა, რომ საზოგადოებამ ზურაბიშვილის პოლიტიკური გადაგდება იხილოს.

“დღეს სააკაშვილს შემთხვევით არ უხსენებია ოპოზიცია პრეზიდენტის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმდესო. ბევრს ალბათ ჰგონია, რომ სალომეს ე.წ. “ქარტიაზე” ხელმომწერებმა, აღიარეს რა იძულებით ზურაბიშვილის ლიდერობა (მიშამ კი ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა), მას პრეზიდენტად ხელახლა ნომინაციასაც შეჰპირდნენ. თუმცა, ამისთვის სალომესგან ჯერ ელიან სააკაშვილის შეწყალებას.

ერთი წუთით რომ დავუშვათ, ყველაფერი ისე წავიდა როგორც ქარტიაშია გაწერილი, მოინდომებს კი ოპოზიცია და განსაკუთრებით ნაცები, კიდევ ერთი ვადით იხილონ სალომე (პ)რეზიდენტად და აიტანონ მისი კაპრიზები?! ან წავლენ კი რიგგარეშე არჩევნებზე?! ჩემი აზრით, სალომეს კულტურულად თავზე გადაახევენ იმ ქარტიას (მიზეზსაც მონახავენ), მითუმეტეს იმ დროისთვის სალომე პოლიტიკურად არავინ და არაფერი აღარ იქნება. პოლიტიკური გადაგდებების ცოტა მაგალითი გვახსოვს თუ რა?!’ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: ყველა კანონდარღვევა, შეურაცხყოფა, დაუსაბუთებელი ბრალდებები უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილნი. როდესაც დაიშვება პრეცედენტი – დაისჯება ერთი, შემდეგ მეორე დანაშაული აღარ მოხდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025