Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძეს “ფეისბუკმა” რამდენიმე წუთში დაუბლოკა პოსტი, სადაც “სირცხვილიას” წევრ ზუკა ბერძენიშვილს პასუხობდა

მარშალ პრესი 03/06/2024
dimitri samkharadze

ქართული ოცნების” რეგიონულ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს, “ფეისბუკმა” დადებიდან რამდენიმე წუთში დაუბლოკა პოსტი, რომელშიც ის “სირცხვილიას” წევრს, ზუკა ბერძენიშვილს პასუხობდა და საუბრობდა იმ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებზე, რომელიც ბერძენიშვილმა და აქტივისტმა სალომე ბარკერმა, უმრავლესობის დეპუტატების მისამართით განახორციელეს.

როგორც დიმიტრი სამხარაძე განმარტავს, რადიკალების მიერ გამოქვეყნებულ ბევრად უხამს სტატუსებს სოციალური ქსელი არ ბლოკავს, ხოლო, როდესაც თავად გამოაქვეყნა მსგავსი შინაარსის შემცველი სტატუსი, ის რამდენიმე წუთში დაიბლოკა.

“მაშინ, როდესაც, რადიკალებს “ფეისბუკში” ათასჯერ უხამსი სტატუსები აქვთ გამოქვეყნებული, მათ სტატუსებს არავინ ბლოკავს, თუმცა როგორც კი მსგავსი შინაარსის პოსტი მე დავდე, ის 5 წუთში დაიბლოკა 10 ივნისამდე. ეს აჩვენებს, რომ ამ ყველაფრის უკან და სიმართლის წინააღმდეგ დიდი ძალა და მათი სამშობლოს გამყიდველი აგენტები დგანან.” – განაცხადა დიმიტრი სამხარაძემ.

სამხარაძე სოციალურ ქსელში წერდა:

“ეკლესიისა და საკუთარი სამშობლოს მტრები, აგენტურული ქსელი “სირცხვილიას” უსირცხვილო გოგოები სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი, გუშინწინ, მთელი დღის განმავლობაში ურეკავდნენ დეპუტატებს პირად ნომრებზე, ერთიდაიგივე წაკლური მესიჯებით და ტონით მძიმე შეურაცხყოფას აყენებდნენ. მაგალითად დები ბერძენიშვილების ქალიშვილმა ზუკა ბერძენიშვილმა დაურეკა ერთ-ერთ ქალ დეპუტატს და ყ@ექალა ეძახა. მერე ჩვენი დასაცავი გახდა ეს მართლა ყ@ექალა…
გუშინ მაგათ დაანონსებულ კონცერტზე ვეღარ გაბედა გურიიდან ჩამოსვლა, დღეს პოლიციაში რეკავდა თურმე, სახლიდან ვერ გამოდიოდა, იქნება დამიცვათ, თბილისში მინდა წასვლაო. მთელი ოზურგეთი ღადაობს. კი იცით, როგორ წამებში ვრცელდება ასეთი ამბები. პოსტებს წერს ამ დროს და ისეთს იგინება, დევგმირი გეგონება.

რა გინდათ ბიძიკო თქვენ? არ გამოდის ეს ქათმების რევოლუცია და ამ აგონიურ კრიახს და ისტერიულ გამოხტომებს თავი რომ დაანებოთ, არ ჯობია? ყველგან ვერ დაგიცავთ.

და ერთია კიდევ აუცილებლად სათქმელი: რისი გაკეთებაც ხალხს უნდოდა ნაცებისთვის და რასაც გადარჩნენ, იმის შემოტრიალებას, თან ძალიან უსუსურად, აქეთ ცდილობენ მოგონილი სიბრაზით ეს ნაბოზარი აგენტები და მერე დადიან ასე ჩასვრილები.” – წერდა სამხარაძე.

Continue Reading

Previous: ხულოში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა
Next: ნაც.მოძრაობა თაობათაშორის დაპირისპირებას, როგორც საზოგადოებაზე ბრძოლის იარაღს, იყენებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ამას იყენებს დღესაც, როცა ის ოპოზიციაშია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025