Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს

მარშალ პრესი 03/06/2024
02

3 ივნისს, საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში, გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრა, რომელსაც დაესწრება საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა სეფაშვილი.

დეპუტატი აღნიშნული კომიტეტის ძირითადი წევრი და ერთ-ერთ მიმდინარე ანგარიშზე მომხსენებელია. კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილება თემები და ანგარიშები „ხანგრძლივი კოვიდის“, უკრაინელი ბავშვების, მომავალ თაობათა ადამიანის უფლებების შესახებ.

დღის წესრიგშია ასევე ანგარიში ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის შესახებ. ამ უკანასკნელზე მომხსენებელია ეკა სეფაშვილი, რომელიც კომიტეტის წევრებს ანგარიშს წარუდგენს და სიტყვით მიმართავს, რასაც მოჰყვება თემაზე დისკუსია. 4 ივნისს, ვიზიტის დასასრულს, ეკა სეფაშვილი მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი გარემოს საკითხებზე კონტაქტ-პარლამენტართა კავშირის შეხვედრაში.

Continue Reading

Previous: ეს არის ღია გამარჯვება საშინაო თუ საგარეო არაკეთილმოსურნე ძალებზე – თამთა მეგრელიშვილი გამჭვირვალობის კანონზე
Next: ხულოში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025