Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კლოუნადას წერტილი დაესვა – გია აბაშიძე

მარშალ პრესი 03/06/2024
gia abashidze

„ნაცკონგლომერატისა და მათ ლობისტთა სამარცხვინო კლოუნადას წერტილი დაესვა – პარლამენტის თავმჯდომარემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი.“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, განხილვის ორთვიანმა პროცესმა გვაჩვენა თუ სად დგას ნაცმარგინალთა მყვირალა ჯგუფი და სადაა ქართული საზოგადოების ინტერესები.

„ნაცკონგლომერატისა და მათ ლობისტთა სამარცხვინო კლოუნადას წერტილი დაესვა – პარლამენტის თავმჯდომარემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი.

ამ მნიშვნელოვანი კანონის მიღებამდე, განხილვის ორთვიანმა პროცესმა გვაჩვენა თუ სად დგას ნაცმარგინალთა მყვირალა ჯგუფი და სადაა ქართული საზოგადოების ინტერესები. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ტრაგიკულია და თვითგანადგურებისკენ მიმავალი გზაა, როცა ლეგიტიმაციას ეძებს არა მშობლიურ ელექტორატში, არამედ საგარეო, მეტწილად ანგარებიან აქტორებში.

ქართველმა ხალხმა ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ საქართველოს ინტერესებზე მაღლა მხოლოდ უფალია და სხვა მეტი არავინ და არაფერი!
კანონის ამოქმედება – ის უკვე ძალაშია, იუსტიციის სამინისტროს აქვს 60 დღე ტექნიკური დეტალების შესასრულებლად. ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, რომელთა ფინანსების 20 %-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ვალდებულია შეავსოს დეკლარაცია. დაახლოებით სექტემბერში ამგვარ სუბიექტებს და არა ინდივიდებს და სხვა მეტი არავის, მოუწევთ 2023 წლის დაფინანსების გასაჯაროება.“-წერს გია აბაშიძე.

Continue Reading

Previous: კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები გაუქმდება
Next: საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც “გლობალური ომის პარტია” დამარცხდა “გლობალური მშვიდობის პარტიასთან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025