Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა

მარშალ პრესი 01/06/2024
447488475_838078758374711_7026750040339827013_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ოჯახთან ერთად ესწრებოდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში განთავსდა დეკორაციული სივრცეები ფოტოსესიისთვის, სახეზე ხატვისთვის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვისათვის მოეწყო კუთხეები.

კულტურის ცენტრის დარბაზში კი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და სახელოვნებო სკოლის, სასოფლო კლუბების ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. პატარებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ღონისძიების ბოლოს ბავშვებს ნაყინი დაურიგდათ.

ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, სამახურის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე, ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს მართებულად უწოდებს ფაშისტებს, რომლებიც ანგარებიანი დავალების გამო, საკუთარ ოჯახებზეც კი შექმნიან უბინძურეს ტელეპასკვილებს
Next: სწორედ ამან გაამწარა ნოდარ მელაძის ფაშისტური პროპაგანდისტული დაჯგუფება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.