Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ

მარშალ პრესი 02/06/2024
gia abashidze

„ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ ინფორმაციის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ NED-ის, EED-ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

ანალიტიკოსის თქმით, აქამდე ნაცმოძალადეთა ქმედებები ანეკდოტურად შეშფოთებულთა წიაღიდან არავის დაუგმია, შესაბამისად ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი – ევროპულ თუ ამერიკულ სხვადასხვა ორგანიზაციებს აწყობთ სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში.

რაც, აბაშიძის თქმით, პარტნიორობის ჩარჩოებიდან გასული მიუღებელი პრაქტიკაა.

„ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ.
აქამდე ნაცმოძალადეთა ქმედებები ანეკდოტურად შეშფოთებულთა წიაღიდან არავის დაუგმია, შესაბამისად ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი – ევროპულ თუ ამერიკულ სხვადასხვა ორგანიზაციებს აწყობთ სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში.

ეს პარტნიორობის ჩარჩოებიდან გასული მიუღებელი პრაქტიკაა.
ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები დროულად უნდა გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. სპონსორობის გამჭვირვალობაც დაგვანახონ, სანამ შესაბამისი ქართული კანონის აუცილებელი რეგულაციები ამოქმედდება“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დრო არ არის, მათ დროს რომ ასეთი რამ ყოფილიყო, ნახევარ საქართველოს უმოწყალოდ ამოხოცავდნენ, კრიტიკული აზრის დაფიქსირებასაც კი ვერავინ გაბედავდა
Next: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს იმიტომ კი არ აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რომ თითქოს მისი მეშვეობით საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია უნდა გაირკვეს, არამედ იმიტომ, რომ გაირკვევა როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.