Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როლანდ ახალაია ფეისბუქზე გამოჩნდა

მარშალ პრესი 02/06/2024
roland

პარლამენტის ყოფილი წევრი როლანდ ახალაია ლევან კვარაცხელიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც კვარაცხელია ტელეკომპანია „პოსტვ“ გადამღებ ჯგუფსა და ფორთოხლის მაღაზიის მფლობელს, ვიტალი გუგუჩიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე წერს და გუგუჩიას სოლიდარობას უცხადებს.

ამასთან, კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ვიტალი გუგუჩიამ აღელვების ნიადაგზე შეაგინა მეგის ქარდავას, რაზეც როლანდ ახალია კომენტარს უწერს და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ მეგის ქარდავას იცავს.

როგორც როლანდ ახალაია წერს, მასაც ცუდად მოხვდა ყურში მეგის ქარდავას გინება. მისივე თქმით, უნდა ვიფიქროთ, რომ ნერვებმა უმტყუნა.

„მეც ძალიან ცუდად მომხვდა ყურში მეგის ქარდავაზე დედის გინება და მერე არ გავაგრძელე მოსმენა. რასაც დღეს მაგას უვრცელებენ იგივე მეთოდებით გააშავეს თავის დროზე საქართველოს მტრების წინააღმდეგ მებრძოლი ბიჭები. ისრაელში კი იცვლებიან მთავრობები, მაგრამ მოსადს არავინ დევნის და ამიტომაცაა პატარა ქვეყანა ასე ძლიერი და მისაბაძი. მაინც უნდა ვიფიქროთ რომ ნერვებმა უმტყუნა. მიზანიც ხომ ეგ იყო“, – წერს როლანდ ახალაია.

Post navigation

Previous: ოქტომბერში გაგისტუმრებთ რუსეთში – “თბილისი პრაიდი”-ს დირექტორი “ქართულ ოცნებას”
Next: ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დრო არ არის, მათ დროს რომ ასეთი რამ ყოფილიყო, ნახევარ საქართველოს უმოწყალოდ ამოხოცავდნენ, კრიტიკული აზრის დაფიქსირებასაც კი ვერავინ გაბედავდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.