Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 01/06/2024
438159100_1202566444444249_4562366587044305975_n

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი დაესწრნენ.

ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება ქალაქ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტი “როიტერზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრის ბენეფიციარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.