Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი პოლიციის დღეზე არ დაგვეპატიჟებინა – ვახტანგ გომელაური

მარშალ პრესი 01/06/2024
vaxtang gomelauri

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი პოლიციის დღეზე არ დაგვეპატიჟებინა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რატომ არ იყო მიწვეული პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი.

„იცით ჩვენი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ პრეზიდენტს გავუფრთხილდით. კონსტიტუციური ვალდებულება არ მაქვს, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი და მეორე კიდევ მკვლელობის მცდელობაზე იყო ხომ? ადამიანს ცოცხლად სწვავდა. აქედან გამომდინარე, უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი არ დაგვეპატიჟებინა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება კითხვას, ღონისძიებაზე რატომ არ იმყოფებოდნენ ელჩები, გომელაურმა აღნიშნა, რომ ყველა მიწვეული იყო.

„ყველა ელჩი მოწვეული იყო, ზოგს არ ეცალა, როგორც დარეკეს, ზოგი გაციებული იყო. როგორც ვიცი, მოადგილეები და მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ“, – განაცხადა გომელაურმა.

Post navigation

Previous: ასე დაიწყო დაპირისპირება POSTV-ის გადამღებ ჯგუფსა და ვიტალი გუგუჩიას შორის (ვიდეო)
Next: ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ მომდევნო ბინძური ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.