Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი – პრემიერი პოლიციელებს

მარშალ პრესი 31/05/2024
irakli kobakhidze

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. არაერთხელ ვთქვი, და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს პოლიცია დღეს მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის მადლობა გადაუხადა და თანადგომა აღუთქვა.

„ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ურთულეს საქმიანობაში ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს – თქვენი  ოჯახების თითოეულ წევრს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის და კვლავაც თანადგომას გპირდებით. მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს
Next: ასე დაიწყო დაპირისპირება POSTV-ის გადამღებ ჯგუფსა და ვიტალი გუგუჩიას შორის (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.