IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენ გვექნება რეალურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, რაც დიდწილად საარჩევნო სისტემის ცვლილების დამსახურება იქნება, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის”ეთერში ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ. მისი თქმით, კანონმდებლობაში პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რაც საქართველომ ეუთოსგან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო, მაგრამ რეფორმების პროცესი უნდა გაგრძელდეს. ბოჟაძემ დასძინა, რომ  „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ საკონსტიტუციო  ცვლილებების მიღება არ სურდათ.

მე ვფიქრობთ, რომ ჩვენ, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას – „ნაციონალურ მოძრაობას“ და ევროპულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ცოტა ხანი უნდა ვაცადოთ აზრზე მოსვლა, იმიტომ რომ ისინი არ ელოდნენ, რომ მესამე მოსმენით იქნებოდა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ისინი ბოლომდე აკეთებდნენ ყველაფერს, რომ საერთოდ არ მიეღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები“, – განაცხადა ბოჟაძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება