IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელთა მოქალაქეებსაც პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ. ევროკავშირის საბჭომ სია ოფიციალურად დაამტკიცა, რომელიც საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროკავშირის განცხადებაშია წერია, რომ  აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.

სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.

ამასთან, განიხილება  მეთხუთმეტე ქვეყანა- ჩინეთი, თუმცა ევროკავშირი ამ ქვეყანასთან  საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ  თავის მხრივ ჩინეთიც გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება