Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ზელენსკი უფრო ემოციური და ნერვიული გახდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გამო და იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხედავს ვაშინგტონის სურვილს, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს – ‘FT”

მარშალ პრესი 31/05/2024
ზელენსკი უფრო ემოციური და ნერვიული გახდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გამო და იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხედავს ვაშინგტონის სურვილს, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს – ‘FT”

ზელენსკი უფრო ემოციური და ნერვიული გახდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გამო და იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხედავს ვაშინგტონის სურვილს, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს, – წერს ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი უკრაინულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ზელენსკი „მიიჩნევს, რომ მათ [ამერიკელებს] სურთ ომის შეწყვეტა [აშშ-ის საპრეზიდენტო] არჩევნებამდე“.

მან დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ასევე უკმაყოფილოა ბაიდენის ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნით, რომ კიევმა არ დაარტყას რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას არჩევნების წელს საწვავის გლობალური ფასების გაზრდის შიშის გამო.

კიდევ ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Financial Times-თან საუბარში გამოიყენა სიტყვა „პარანოია“ ბოლო თვეებში პრეზიდენტის ოფისში არსებული სიტუაციის აღსაწერად.

„ზელენსკი ღრმა შეშფოთებას განიცდის სამხედრო ვითარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ივნისის მშვიდობის სამიტის გამო“, – აღნიშნა ოფიციალურმა წყარომ.

„მე მივიჩნევ, რომ მშვიდობის სამიტს სჭირდება პრეზიდენტ ბაიდენის ყოფნა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის ოფისმა ამ კვირაში უკრაინელ ოფიციალურ პირებსა და დეპუტატებს მითითება გაუგზავნა – რომელსაც ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი გაეცნო – გააკრიტიკონ ჯო ბაიდენი და სი ძინპინი მშვიდობის სამიტზე არდასწრების გამო.

Continue Reading

Previous: ოპოზიციაში ნაადრევი ჟრიამული დაიწყო – ზაალა ანჯაფარიძე
Next: ზურაბიშვილი არის მოსიარულე დენთი, სად რას ააფეთქებს კაცმა არ იცის – ასე აფეთქდა იმ საღამოს, როდესაც რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025