Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

მარშალ პრესი 30/05/2024
113

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჯონ დიპიროს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრეს, რაც არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ხორციელდება.

გიორგი კალანდარიშვილმა IRI-ის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს. ასევე ისაუბრა საუბნო საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების, ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიისა და ამომრჩეველთა განათლების საკითხებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობისა და სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის საკითხები. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს სადამკვირვებლო მისიასთან. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება.

 

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ ზონებში, აქტიურად მიმდინარეობს, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლისა და გაბიონის მოწყობის სამუშაობი
Next: აქტუალური ხდება ამერიკელი გადამხდელთათვის მათი მთავრობის მიერ საზღვარგარეთ დახარჯული ფული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025