Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთი “დაპატიჟება” ლავრენტი ბერიას მისთვის იმ უკანასკნელ პოლიტბიუროს სხდომაზე მოწვევას უფრო წააგავს, სადაც მისი დაპატიმრება იყო განზრახული…

მარშალ პრესი 30/05/2024
david kartvelishvili

“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ამერიკის მხრიდან NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს ხელისუფლების დაპატიჟებას და აცხადებს, რომ ასეთი მიპატიჟების წინ ამერიკამ ან საქართველოს ხელისუფლების წევრების დასანქცირების შესახებ საკუთარი პოზიცია უნდა განმარტოს, ან ბოდიში მოიხადოს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქმედება სრულიად გაუგებარია.

“ეს კოგნიტიური დისონანსი გარდაუვალი იყო და ჩვენ ის მივიღეთ. როდესაც “დაუძინებელი მეგობრები” დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ არა ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ “ქართველ ხალხს”, ყველანი ვხვდებით, რომ მათი მხრიდან იგულისხმება მოსახლეობის ის უმცირესობა, რომელსაც (კი ბატონო) აქვს უფლება განსხვავებული აზრი იქონიოს.

როდესაც “დაუძინებელი მეგობრები” მწყობრად უწოდებენ ხელისუფლებას “რუსულ რეჟიმს”, იმედგაცრუებას გამოთქვამენ მის მიმართ, ვერ იკავებენ აღშფოთებულ შეშფოთებას და სანქციებით ემუქრებიან სახელისუფლებო სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს თავისი ოჯახის წევრებიანად, ესეც “გასაგებია”.

მაგრამ ფსიქიატრია საქმეში ირთვება მაშინ, როდესაც “აშშ-ს სურს და ის იმედოვნებს, რომ საქართველო დაესწრება NATO-ს საიუბილეო სამიტს ვაშინგტონში” და აქ იწყებ ფიქრს – “საქართველოში” მათი ბოლოდროინდელი მიმართვების ობიექტები იგულისხმება და ვაშინგტონში რატი ამაღლობელს და ბაია პატარაიას ეპატიჟებიან? თუ საუბარია “რუსული რეჟიმის” დასანქცირებულ წევრებზე, დემოკრატიის დამაქცევლებსა და იმედგამცრუებლებზე – მაშინ ეს რანაირად უნდა მივიღოთ?

აქ, ასეთი დაპატიჟების წინ, როგორც მინიმუმ ან საკუთარი პოზიციების განმარტება უნდა მოვისმინოთ, ან პოზიციების შერბილება, ან საკუთარი განცხადებების უარყოფა, ან თუნდაც ბოდიშის მოხდა – წინააღმდეგ შემთხვევაში, დიახ კოგნიტიური დისონანსი სახეზეა. ასეთი “დაპატიჟება” ლავრენტი ბერიას მისთვის იმ უკანასკნელ პოლიტბიუროს სხდომაზე მოწვევას უფრო წააგავს, სადაც მისი დაპატიმრება იყო განზრახული…” – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: მე ვარ ამაყი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა თქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი ეცით ჩემს დამოუკიდებლობას
Next: საქართველოში “მაიდანი” ვერ მოხდება – გია აბაშიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025